Logo

მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა

პოლიტიკა
131
Frontnews image description

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მატუციმ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ და ტრადიციულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებზე. ასევე აღინიშნა, რომ საერთო კულტურული საფუძველი და საქართველოსა და სერბეთის  წინაშე მდგარი საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების გაძლიერებისთვის დამატებითი სტიმულის მომცემია.

სამუშაო სადილს ასევე დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები