Logo

მიხეილ რამიშვილი – დეკანოზი ითხოვს, რომ ადვოკატები შევიდეთ სასწრაფოდ და შეხვედრის საშუალება არ გვეძლევა

პოლიტიკა
863
Frontnews image description

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს მასთან შეხვედრის საშუალება არ ეძლებათ, – გლდანის ციხესთან დეკანოზის უფლებადამცველები გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი იმყოფებიან. 

 

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათ მიიღეს დეკანოზის წერილი, რომელშიც სასწრაფო შეხვედრას ითხოვს. 

 

“დეკანოზის მხრიდან მიღებული გვაქვს წერილი, რომელშიც ითხოვს, რომ მე და გიორგი ფანცულაია სასწრაფოდ შევიდეთ მასთან. შესაბამისად, ჩვენ როგორც მისი უფლებების დამცველები და იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა, წამოვედით, მაგრამ როგორც ყოველთვის დღესაც დილიდან არის შემდეგი პასუხი; რომ დაკავებულია შეხვედრის ოთახი, ადგილი არ არის, და ვერ გეტყვით როდის მოგიწევთ შესვლა. ჯერ ცერ გავიგე, სასტუმროა და უნდა დაჯავშნო? რას ჰქვია ერთი ოთახი გაგვაჩნია და მეტი არა, ეს აბსურდია”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თაგები:

Advertisement