Logo

მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს ციხის საკნიდან მიესალმა

პოლიტიკა
886
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა, თუმცა ფანჯარა მას მალევე დააკეტინეს, აღნიშნულის ამსახველ ვიდეო-კადრებს “მთავარი არხი” ავრცელებს. 

 

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები  მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად და მისი პოლიტიკური პატიმრობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

 

მათი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, ყოველდღე, 13:00 საათზე გაიმართება

 

ადგილზე იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე, რომლის თქმით, აქცია რუსთაველმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში დაგეგმეს და თავად შეუერთდა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში 21 დღეა, შიმშილობს.

Advertisement