მიხეილ სააკაშვილი - არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ

ავტორი
Front News საქართველო
არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას აპირებს.
"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია.
დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა, როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.
არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო. ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




