მიხეილ სააკაშვილი - ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა

ავტორი
Front News საქართველო
ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმიტომაც იღებენ ხმას და აპროტესტებენ პირობებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველა საპატიმრო დაწესებულება იმ 9 წელშია აშენებული, კატასტროფული საბჭოთა ციხეების ნაცვლად და მას შემდეგ არც შეკეთებულა და არც მოდერნიზებულია.
"იყო დრო, როცა პოლიტიკოსები გარედან სპეკულირებდნენ ციხეში დადგმული კადრებით, ახლა უკვე სხვა პოლიტიკოსები არიან ციხეში და აქედან იტყობინებიან სიმართლეს რეალურ მდგომარეობაზე.
ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმიტომაც იღებენ ხმას და აპროტესტებენ პირობებს.
ახლა ციხეში ერთად არიან მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო მომღერალი და მთელს მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი, აქვე არიან მწერლები და პოეტები, ბიზნესმენები და მომავალი პრეზიდენტები, მინისტრები, მეცნიერები ახალი თაობის სახით. იყვნენ გამოჩენილი ექიმებიც.
დავფიქრდი და მხოლოდ ასტრონავტები გვაკლია და იქნებ მივაწვდინოთ უფროსს ხმა, რომ 1 ასტრონავტი მოიტაცოს და გვერდზე მოგვისვას, თორემ მოწყენილები ვართ.
უფრო სერიოზულად კი, დღეს საქართველოს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს. ყველა საპატიმრო დაწესებულება იმ 9 წელშია, აშენებული, კატასტროფული საბჭოთა ციხეების ნაცვლად და მას შემდეგ არც შეკეთებულა და არც მოდერნიზებულია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


