Logo

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დაესწრება

სამართალი
424
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დაესწრება. 

 

გორის ჰოსპიტლის ეზო დაახლოებით ერთი საათის წინ პენიტენციური სამსახურის სპეციალურმა მანქანამ და მასთან ერთად რამდენიმე ავტომობილმა დატოვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

 

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

Advertisement