მიხეილ სააკაშვილი – ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა რუსეთის ისტორიაში


ავტორი
Front News საქართველო
ორი კვირის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნებთ ლისიჩანსკს და დიდი ალბათობით სევეროდონეცკს, სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით ხერსონის მისადგომებთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი წერს.
“მე ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქში ჩვენების მძლავრ შეტევას და რამდენიმე ათსი რუსი ჯარისკაცის ტყვედ აყვანას. ზოგადად, ორი კვირის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნებთ ლისიჩანსკს და დიდი ალბათობით სევეროდონეცკს. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით ხერსონის მისადგომებთან.
ამავე დროს, რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა. მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალურ საბჭოებს შეუერთდა 65 მუნიციპალური დეპუტატი პუტინის დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნაში. ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა რუსეთის ისტორიაში. აშკარაა, პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა სერიოზული ბზარი, რასაც აუცილებლად მოჰყვება სერიოზული ცვლილებები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2Fpfbid02WCKT1GazrGNdiPcu6LZz4ztWa6gUFyXvr4AG6gGD3R8Q2AjixWGYm4pWEQnCqUc9l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”368″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს