მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გონივრული იქნება ამ ადამიანების გათავისუფლება.
"მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები. ეს ადამიანები უარს ამბობენ შეწყალების მოთხოვნის დაწერაზე, სავაჭრო თემად ისინი არ ივარგებენ და თქვენთვისაც გონივრული იქნება რომ გაათავისუფლოთ, იქნებ ამით ცოტათი მაინც ჩააწყნაროთ ხალხის რისხვა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




