Logo

მიხეილ სააკაშვილი - მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

პოლიტიკა
125
Frontnews image description

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"თუ არ მოგვწონს საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს.

მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას", - წერს სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები