მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.
როგორც ის აღნიშნავს, დააკავეს იმ განაჩენით, რომრლსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და 9 დღეა, არ ჩაუნიშნავთ სასამართლო სხდომა.
“1 ოქტომბერს დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს.
დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე.
საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე საქმის საფუძველზე ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს.
9 დღეა არ ჩაუნიშნავთ სასამართლო სხდომა და ჩემს ადვოკატს მოსამართლემ ახლახანს განუცხადა, რომ სასამართლო მოსმენა არ იქნება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ეს არის აშკარა მცდელობა, რომ არ დაუშვან ჩემი საჯაროდ გამოსვლა არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე, სადაც თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩემი პარტიის შედეგები თანაბარია ივანიშვილის პარტიის შედეგებთან.
ვიმედოვნებ, რომ თქვენ თვალს მიღმა არ აღმოჩნდება ეს არაკანონიერი ტყვეობის საქმე“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


