მიხეილ სააკაშვილი – საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების კომენტარები, ბოდიში და ფეხებზეც მკიდია

ავტორი
Front News საქართველო
საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების კომენტარები, ბოდიში და ფეხებზეც მკიდია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა.
“საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების კომენტარები. ბოდიში და ფეხებზეც მკიდია… სამოქალაქო არეულობად არ გეჩვენებათ, რომ ქართველი ახალგაზრდების ძაან დიდი ნაწილი უბრალოდ დაბოლილია? და იმიტომ კი არა, რომ ქართველები მიდრეკილი არიან ნარკოტიკების მიმართ, სრული სისულელეა ეს. იმიტომ რომ საქმე არ აქვთ, იმიტომ რომ ბირჟაზე დგანან, იმიტომ რომ საქართველო არის პირველ ხუთეულში მსოფლიოში, დანარჩენ ოთხ აფრიკულ ქვეყანასთან ერთად უმუშევრობის მაღალი დონით.
თქვენ არ გეჩვენებათ სამოქალაქო არეულობად ის, რომ ჩემს დროს სტატუსშეჩერებული სტუდენტი გადაუხდელობის გამო 2 800 იყო, ახლა იცით რამდენია, 43 ათასი. ეს არ არის არეულობის წყარო? რაში მაინტერესებს ვინ პოლიტიკოსი რას ამბობს”, – აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, არ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, აპირებს, რომ დაეხმაროს ახალ ძალებს მოვიდნენ ხელისუფლებაში.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


