Logo

მიხეილ სააკაშვილი – სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ

პოლიტიკა
1328
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ფეისბუქის” გვერდი გაუტხეს.

 

“სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.

 

ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.

 

მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ.

 

რისი თქმა უნდოდათ, ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე საათის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსი გამოქვეყნდა, რომელიც მალევე წაიშალა.

Advertisement