Logo

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

სამართალი
1461
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული 4 პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ასევე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს, დაკავებულებს  პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. 

 

დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.

 

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

Advertisement