მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
ამასთან, სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის გმირობის დასტური, „ქართული ოცნების“ მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი“.
“მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. აქ არ შეიძლება, იდგეს საკითხი, კონკრეტულმა მესაზღვრემ შეამოწმა თუ არა პასპორტი, არ შეიძლება, იდგეს საკითხი შტამბი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ეს არის ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ასახეს დოკუმენტურად. ეს არის ისტორიული დოკუმენტი. მრავალი წელი გავა და ქართველი ხალხი იამაყებს მესამე პრეზიდენტის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს