მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის 2 თანამშრომელი იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპირატალში სახელმწიფო ინსპექტორის 2 თანამშრომელი იმყოფება. ისინი მესამე პრეზიდენტის მის მიმართ შესაძლო არაადამინაური მოპყრობისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით კითხავენ.
გამომძიებელ გიორგი მიქელაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოიკითხა, თუმცა ამჯერად კითხვები დამატებით გამოვლენილ გარემოებებს ეხება.
“მას მიეწოდება ინფორმაცია სახელმწოფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკაშირებით, ასევე მისი თანსმობის შემთხვევაში ჩატარდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითვა მისი ადვოკატის მონაწილეობით. მას დაესმება ყველა ის შეკითხვა, რაც რელევანტურია გამოძიებისთვის, მათ შორის მედიაში გავრცელებულ საჯარო ინფორმაციასთან დაკაშირებით”, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტთან დაკაშირებით გამოკითხულია 130-მდე პირი, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს