მიხეილ სარჯველაძე – გადაწყვეტილება სწორედ დასავლური ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, სწორედ დასავლური ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა.
“მე რომ მქონდეს განცდა, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე ფორმით იმას ისახავს მიზნად, რომ ორბიტას ჩამოვცილდეთ ევროპულს, ან დასავლეთ-ევროპულს, რასაკვირველია, რომ ასეთ შემთხვევაში ნამდვილად არ იქნებოდა ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე და შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება აბსოლუტურად გასხვავებული იქნებოდა. პირიქით, მგონია, რომ სწორედ იმ ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა ყველაზე მეტად გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტის დატოვებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ სწორედ დასავლეთ-ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან რაც გვაერთიანებს”, – აცხადებს სარჯველაძე.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს