
ავტორი
Front News საქართველო
7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უწყება მუშაობს პროგრამის გაფართოებასა და მისი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
"სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი გაკეთდეს, ჩვენი ვალდებულებაა, ეს შესაძლებლობა ვნახოთ და ასევე, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საუკეთესო ბალანსი მივიღოთ. ჩვენთვის, პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება, რომელიც მოითხოვს მედიკამენტს და მეორე მხრივ, დარჩეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს ოპერირება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს