Logo

მიხეილ სარჯველაძე - ჯანდაცვის ბიუჯეტი 9.2 მილიარდზეა ასული, ეს ხომ კოლოსალური ზრდაა, რომელიც ხმარდება იმას, რომ მოსახლეობამ იცხოვროს უკეთ

პოლიტიკა
128
Frontnews image description

"2012 წლიდან მოყოლებული რეალურად დინამიკა არის პოზიტიური. სოციალური მიმართულებით მილიარდ ექვსასი მილიონი იყო სულ და  6.9 მილიარდზეა ასული. ეს პატარა რიცხვი ხომ არ არის?! მთლიანად ჯანდაცვის ბიუჯეტი 9.2 მილიარდზეა ასული. ეს ხომ კოლოსალური ზრდაა, რომელიც ხმარდება რეალურად იმას, რომ მოსახლეობამ იცხოვროს უკეთ და კეთილდღეობისთვის შეიქმნას პირობები“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, სიღარიბე მკვეთრად, 30%-ზე მეტიდან 9.4%-მდე შემცირდა.

"რაც შეიძლება მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს, მეტი ეფექტის მოსატანად, რომ თითოეული თეთრის დანახარჯი ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში იმ მიზანს, რასაც ჰქვია ამ ხალხის ხელშეწყობა, რომ დაძლიონ სიღარიბე. დღემდე რომ ეს ეფექტურად მუშაობს, ეს არის ფაქტი იმიტომ, რომ ამ დანახარჯების ზრდასთან ერთად ფაქტია, რომ პირდაპირ პროპორციულად კლებულობს უმუშევრობაც და სიღარიბეც.

აქვე აღვნიშნო, რომ ითქვა, თითქოს პოლიტიკური მიზნით არჩევნების წინ მატულობს სოციალურად დაუცველთა მაჩვენებელი და ასე შემდეგ. თუკი კვალიფიციურად შევხედავთ  რიცხვებს, თუკი გავითვალისწინებთ რა რაოდენობის ზრდაზეა, რამდენი ოჯახით გაიზარდა მაგალითად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახების რაოდენობა, მიხვდებით, რომ ამას არჩევნებისთვის, რაღაც დიადი მიზნებისთვის არავითარი კავშირი არ აქვს და არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, კლებულობს უმუშევრობის მაჩვენებელიც და სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

"ჩვენ კომპლექსურად ვუყურებთ ამ საკითხს, რომ  სიღარიბის დაძლევა არის არა უბრალოდ დანახარჯების გაზომვა, არამედ ეს არის რეალურად იმის მიღწევა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომელსაც ამ დრომდე ჰქონდა პრობლემა, რომ გამკლავებოდა სიღარიბეს, გაუჩნდეს მეტი უნარი. ამ კუთხით მხარდაჭერის პროგრამა უბრალოდ ფულის გადახდით არ შემოიფარგლება. ამას სჭირდება მათ შორის უნარების განვითარება, რაზეც მუშაობს განათლების რეფორმაც და  დასაქმების პროგრამები, რომელიც ჩვენი სამინისტროს ქვეშ საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს. ხდება ჯაჭვის აწყობა, რომლითაც, პროფესიული განათლება აძლევს ადამიანებს მეტად განვითარების შესაძლებლობას“ , - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები