Logo

მიხეილ სარჯველაძე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა

Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვან ატროფიის, დიუშენის და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძემ დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელთან ერთად, განიხილა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები. ამასთან, ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტურად მართვის საკითხებზე.

სარჯველაძის განცხადებით, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

აღსანიშნავია, რომ გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფომ დაფინანსება გაზარდა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მართვის შესაძლებლობებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები