
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ეტლით მისვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში ემპათია გამიწვიოს.
“სამწუხაროდ, პოლიტიკურ ტრიბუნად სამართლებრივი ასპარეზის გამოყენების მცდელობა აქამდეც გვინახავს და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც პირველი იქნება ეს და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც შეეცდება ბატონი სააკაშვილი რომ ეს ტრიბუნა, სამართლებრივი ტრიბუნა, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთ-ერთი ადვოკატის მხრიდან, რომელმაც ბრძანა, რომ მისი რჩევა იყო, რომ მივიდეს და აჩვენოს საზოგადოებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და მას სჭირდება საკაცით, ან ეტლით მიყვანაო, აქ პირდაპირ არის გაცხადებული მიზანი, რომ მისი მისვლა ატარებს ერთადერთ ფუნქციას – წარმოაჩენს ეტლში ჯდომით სურათს, რომელსაც მისი აზრით, შეუძლია საზოგადოებაში ემპათიის გრძნობა გამოიწვიოს”, აცხადებს სარჯველაძე.
სურვილის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოში არ მიიყვანეს, რადგან “ვივამედის” ექიმებმა რეკომენდაცია არ გასცეს.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს