
ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არიან მოქცეული და დაქვემდებარებული, არ გეგონოთ რომ ეს ასეა. ეს განსხვავდება იმ ურთიერთობების, იმ ფორმებისგან, რომელიც არსებობს მაგალითად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამიტომ არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ლევან მურუსიძის შესახებ დასმულ კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, კომენტარს ვერ გააკეთებს მოსამართლის პოზიციაზე, რომელიც საკუთარ სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ესაუბრება ჟურნალისტს.
“თვითონ მოსამართლის დამოკიდებულება როგორია სანქციებთან მიმართებაში, ეს მისი პოზიციაა და ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ მოგახსენებთ. არა იმიტომ რომ, ამაზე შეხედულება შეიძლება არ მქონდეს, იმიტომ რომ ეს არ იქნება კორექტული. მოსამართლის განცხადებას არ შევაფასებ. მოსამართლემ რაც გითხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვს სანქციებთან მიმართებაში, ეს მათი პოზიციაა და მე ამასთან დაკავშირებით აბსულუტურად გააზრებულად გეუბნებით, რომ არ შეიძლება ამის კომენტრება პოლიტიკოსების მხრიდან. მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არიან მოქცეული და დაქვემდებარებული, არ გეგონოთ რომ ეს ასეა. ეს განსხვავდება იმ ურთიერთობების, იმ ფორმებისგან, რომელიც არსებობს მაგალითად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამიტომ არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს