
ავტორი
Front News საქართველო
"ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს. კომერციული ინტერესი არ უნდა ახდენდეს გავლენას, რომელი ფარმაცევტული პროდუქტით ვაჭრობა არის მოგებიანი, ან - წაგებიანი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააფთიაქო ქსელებს, უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა და გაიაზრონ, რომ მედიკამენტების დეფიციტის საკითხი საჯარო პოლიტიკის ნაწილია, მისი რეგულირება კი აუცილებელი.
"ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს. შევხედავთ, როგორ შეიძლება, დავაზღვიოთ ასეთი რისკებისგან მოქალაქეები. დაგვჭირდება ოპტიმალური ხერხების შემოტანა, რომლითაც პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება ამგვარი პერიოდული დეფიციტები.
სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც მიწოდების კუთხით, იმპორტიორს ან სააფთიაქო ქსელს ექმნება გარკვეული შეფერხება. ამის დამზღვევი მექანიზმები დღესაც არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, თუმცა, ყოველთვის შეიძლება ფიქრი, როგორ დავხვეწოთ სისტემა დეფიციტების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს