მიხეილ სარჯველაძე - როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს

ავტორი
Front News საქართველო
"როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა“, - ჯანდაცვის მინისტრმა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლაა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკა კონკრეტულ შედეგებს იძლევა.
"იაპონია მაგალითად, ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ ახერხებს მკაცრი ნარკოპოლიტიკით ჰქონდეს პრევალენტობის გაცილებით დაბალი ხარისხი, ვიდრე დღეს ეს საქართველოშია.
ლიბერალურზე უარის თქმა ეს საკმაოდ საღი ნააზრევია.ვინაიდან ტენდენცია იყო ლიბერალური პოლიტიკის აღზევების, ამან რა შედეგიც მოიტანა, ვინმე კმაყოფილია ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობით?დღეს გამოდგება ბევრი ექსპერტი, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას, თუ რატომ გადადგა მთავრობამ მკაცრი ნაბიჯები და ა.შ თუკი რამეს შეიძლება ამ შემთხვევაში შეცდომა დავარქვათ, ეს არის, რომ მაგალითად 2012 წელს, ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს, რომ დაიწყო კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები, შარშანდლამდე ეს ფუნქციონირებდა. როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




