
ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს (რეზიდენციით ანკარა) შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ჯენიფერ კინგსმანს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დევნილთა განსახლების, შრომის, სოციალური და ჯანმრთელობისა დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ რეფორმებს.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ავსტრალიის პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჯენიფერ კინგსმანმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ავსტრალიის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს