
ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ამ სახელწოდებასთან „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის თაობაზე განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, პოლიტიკური პარტიის დატოვება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას იმაზე, რაც პარტიაში ყოფნის პერიოდში შავდებოდა.
“არ შეიძლება უბრალოდ ასე მოხდეს, რომ მაგალითად პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც დააშავა რაღაც, იქ მყოფი ადამიანები, იმ პერიოდში, როდესაც რაღაც შავდებოდა, როდესაც გადიან ამ პარტიიდან და სხვა ახალი მოდის, რომ იმ ახალ ადამიანებს ჩამოეკიდოს ეს პასუხისმგებლობა და ის ვინც გავიდა, ასე ვთქვათ, ითვლებოდეს უპასუხისმგებლოდ,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს