Logo

მიხეილ სარჯველაძე - ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით

პოლიტიკა
61
Frontnews image description

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე  - სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით გარკვეული პროცესების დაგეგმვა გათვალისწინებულია სხვა ნერვ-კუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტებისთვისაც.

მისივე განმარტებით, პარალელურად, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეფასებისა  და სხვა სოციალური საკითხების მიმართულებით.

"მსოფლიოში ყველა წერს, ყველა საუბრობს, რომ, მათ შორის, ძალიან დიდია საფრთხეები დაკავშირებული, მაგალითად, გადაჭარბებული მოლოდინების, გადაჭარბებული დაპირებების შექმნის და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს არ არის, სამწუხაროდ, არც პირველი შემთხვევა და არც  - უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასეთი ეჭვები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ საშუალებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული გარემოებები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ყურადღება უნდა გამახვილდეს რეალურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შედეგებზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები