მიხეილ სარჯველაძე – ვერ გეტყვით, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას, ადგნენ და ერთმანეთში არკვიონ


ავტორი
Front News საქართველო
ვერ გეტყვით, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ადგნენ და ეს ერთმანეთში არკვიონ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, კარლ ჰარცელს მელიასთვის უნდა მოეწოდებინა, რომ მსგავსი ქცევებისგან თავი შეიკავოს.
“იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან, რაც მელიამ იკადრა, ეს არის წარმოუდგენელი რამო, ალტერნატიულ ვერსიებს და საყურადღებო ცენტრებს ქმნიან, რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უთხრას – მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი. მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა ეს (ჰარცელს) და თავს იკავებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს