“მიკიბ-მოკიბვის დრო არ არის, თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის დიალოგის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ახლა პირდაპირობის დროა და კალაძემაც სათქმელი პირდაპირ უნდა თქვას.
„ნამდვილად ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. მას თუ რამე აწუხებს, გამოვიდეს და თქვას ღიად. მიკიბ-მოკიბვის დრო არ არის. თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას. მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმგებლობას, არჩეულ მერს მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ასეთი ამბივალენტური საუბრები, რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ქიციც ვარ და ქიცმაცურიც, ესეც მინდა და ისიც მინდა, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ასეთი საუბრების ფონზე ქვეყანა მიდის სულ უკან და უკან. როცა უნდა ხოლმე, ბატონ კახას, სჩვევია პირდაპირობა და პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში ან მოეშვას ამ მიკიბ-მოკიბვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რასაც ბოლო დღეებში ისმენენ, მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საქართველოს გულშემატკივრები არიან. მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს