
ავტორი
Front News საქართველო
ჯერ არ გვაქვს გამოცხადებული ინდივიდუალური სანქციები და ამაზე გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ამერიკის ურთიერთობებს საქართველოსთან. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გვექნება პასუხი ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა.
ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გვაქვს გამოცხადებული ინდივიდუალური სანქციები და ამაზე გავჩერდები. მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე. სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს. აქ შევჩერდები”, – განაცხადა მილერმა.
თაგები:
მეთიუ მილერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს