
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის.
“მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის ახსნას, ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ”, – განაცხადა მილერმა.
რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მილერმა აღნიშნა, რომ ამაზე განცხადებას არ გააკეთებს.
“განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ”, – აღნიშნა მილერმა.
თაგები:
მეთიუ მილერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს