“მილევად რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება არაფერში სჭირდება ხელისუფლებას”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანა ციხეში მოხვედრაა.
დავითულიანის თქმით, ხელისუფლებას მელიას დაკავების სურვილი არ აქვს, თუმცა როდესაც საქმე მართლმსაჯულებას ეხება, უმრავლესობა პოლიტიკური შეხედულებით ვერ იხელმძღვანელებს.
"ეს არის ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანა, რომ ის მოხვდეს ციხეში. ეს, თუ ვინმეს არ აწყობს და არაფერში არ სჭირდება დღეს ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნამდვილად არის ხელისუფლება, იმიტომ, რომ მილევად რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება არაფერში არ სჭირდება პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლებას. მაგრამ ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პოლიტიკური მოტივებით, როდესაც მართლმსაჯულებას ეხება საქმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ლიდერი სწორედ და მხოლოდ ამ მოტივით ხელმძღვანელობს," – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს