მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში 13,5 კმ გზის რეაბილიტაციაა განხორციელდება

ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში 13,5 კმ გზის რეაბილიტაციაა განხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები რამდენიმე სოფელში უკვე მიმდინარეობს, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
წლის ბოლომდე გზების რეაბილიტაცია განხორციელდება შემდეგ სოფლებში: მოლითში, ტაბაწყურში, ყვიბისში, ტიმოთესუბანში, ციხისჯვარში, საკირეში, დიდ და პატარა მიტარბში, დაბა წაღვერში, დაბა ახალდაბაში და ბორჯომში რაზმაძის ქუჩაზე.
დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები.
თაგები:
ბორჯომი




