მინუს 1 100 ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 355 920 (+1 110) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.05.26-მდე: ტანკები – 11 950 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 603 (+4), საარტილერიო სისტემები – 42 640 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 800 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 396 (+2), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 451 (+7); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 308 321 (+1 843), ფრთოსანი რაკეტები – 4 632 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 98 698 (+292), სპეციალური ტექნიკა – 4 216 (+4).





