Logo

მინუს 1000 ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
315
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 050 250 (+1000) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.07.25-მდე: ტანკები – 11 061 (+4), ჯავშანტექნიკა – 23 064 (+1), საარტილერიო სისტემები – 30 826 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1450 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1201 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 48 393 (+235), ფრთოსანი რაკეტები – 3546 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 596 (+103), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 27 ივლისის დღის განმავლობაში ფრონტზე 118 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 58 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

Advertisement