Logo

მინუს 2 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და 690 ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი რუსეთის ახალ დანაკარგებს აქვეყნებს

უკრაინა
990
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 122 170 (+690) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 24.01.2023-მდე: ტანკები – 3 152 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 284 (+8), საარტილერიო სისტემები – 2 148 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 448 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 220 (+0), თვითმფრინავი – 289 (+2), ვერტმფრენები – 281 (+4), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1897 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+1).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 944 (+8), სპეციალური ტექნიკა – 194 (+1).

Advertisement