Logo

მინუს 270 ოკუპანტი და 7 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1176
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                           

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 40 500 (+270) ჯარისკაცი დაკარგა.                                            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.07-მდე:  ტანკები – 1 749 (+7), ჯავშანტექნიკა – 3 987 (+8), საარტილერიო სისტემები – 900 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 258 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 117 (+0), თვითმფრინავი – 222 (+0), ვერტმფრენები – 190 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 731 (+2), საკრუიზო რაკეტები – 174 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).   

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 870 (+16), სპეციალური ტექნიკა – 77 (+2). 

Advertisement