მინუს 280 ჯარისკაცი და 14 ტანკი ერთ დღეში – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 39 520 (+280) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 24.07-მდე: ტანკები – 1 722 (+14), ჯავშანტექნიკა – 3 942 (+13), საარტილერიო სისტემები – 869 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 255 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 113 (+0), თვითმფრინავი – 221 (+0), ვერტმფრენები – 188 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 714 (+0), საკრუიზო რაკეტები – 170 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 823 (+3), სპეციალური ტექნიკა – 73 (+1).


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს