Logo

მინუს 660 ოკუპანტი, 6 ტანკი და 2 დრონი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1186
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 148 130 (+660) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 26.02.2023-მდე: ტანკები – 3 381 (+6), ჯავშანტექნიკა – 6 615 (+6), საარტილერიო სისტემები – 2380 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 475 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 247 (+0), თვითმფრინავი – 299 (+0), ვერტმფრენები – 288 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2037 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 242 (+7), სპეციალური ტექნიკა – 230 (+0). 

Advertisement