Logo

მინუს 700 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
374
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 155 530 (+700) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.03.2023-მდე: ტანკები – 3 436 (+4), ჯავშანტექნიკა – 6 723 (+9), საარტილერიო სისტემები – 2 463 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 488 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 253 (+0), თვითმფრინავი – 303 (+0), ვერტმფრენები – 289 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 098 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 330 (+7), სპეციალური ტექნიკა – 236 (+0). 

Advertisement