მინუს 710 ოკუპანტი, ათი ტანკი და ვერტმფრენი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 79 400 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.11-მდე: ტანკები – 2 814 (+10), ჯავშანტექნიკა – 5 696 (+14), საარტილერიო სისტემები – 1 817 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 393 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 205 (+0), თვითმფრინავი – 278 (+0), ვერტმფრენები – 261 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1505 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 399 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 259 (+17), სპეციალური ტექნიკა – 159 (+0).
დღის განმავლობაში მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს