Logo

მინუს 730 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
908
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა გასული დღის განმავლობაში კიდევ 730 ოკუპანტი გაანადგურეს. 

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 180 050 (+730) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 12.04.2023-მდე: ტანკები – 3 646 (+2), ჯავშანტექნიკა – 7043 (+5), საარტილერიო სისტემები – 2 770 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 535 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 282 (+0), თვითმფრინავი – 307 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2334 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5630 (+10), სპეციალური ტექნიკა – 319 (+3). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, მრავალრიცხოვანი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები შეტევას 4 მიმართულებით აგრძელებენ.

Advertisement