Logo

მინუს 820 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1432
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 143 680 (+820) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 20.02.2023-მდე: ტანკები – 3 316 (+6), ჯავშანტექნიკა – 6 553 (+8), საარტილერიო სისტემები – 2334 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 471 (+2).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 243 (+0), თვითმფრინავი – 299 (+1), ვერტმფრენები – 287 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2018 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 209 (+13), სპეციალური ტექნიკა – 225 (+1). 

Advertisement