მინუს 920 ოკუპანტი, 16 დრონი და 8 ჯავშანტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 167 490 (+920) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 22.03.2023-მდე: ტანკები – 3 557 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 887 (+8), საარტილერიო სისტემები – 2 589 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 509 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 272 (+2), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 183 (16), ფრთოსანი რაკეტები – 909 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5434 (+6), სპეციალური ტექნიკა – 270 (+4).
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის 114 თავდასხმა ფრონტის აღმოსავლეთ სექტორზე, ხოლო რუსეთის ჯარებმა, რომლებმაც განიცადეს დანაკარგები, განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ლიმანის, ბახმუტის, ავდივკის, მარინკის და შახტიორსკის მიმართულებით.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს