მირზოიანი – სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები, საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაშია ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქული ტელეარხ TRT World-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში აღმოვჩნდით, სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაშია ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც.
სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და როგორც ვთქვი, ჩვენ გავდივართ ამ პროცესს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ის, ამის წინასწარმეტყველებას ამ დროისთვის ვერავინ შეძლებს”, – განაცხადა მირზოიანმა.
თაგები:
სომხეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს