Logo

მიტროპოლიტი ონუფრი საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

Frontnews image description

მიტროპოლიტი ონუფრი პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის.

"ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთის, სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

გულწრფელად ვუსამძიმრებ თქვენს ყოვლადუსამღვდელოებას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირსა და მორწმუნეებს.

მისმა უწმინდესობამ დიდი შრომა გასწია ღვთის სადიდებლად და ქრისტეს ეკლესიის საკეთილდღეოდ. ილია მეორის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, ისევე როგორც მთელი უკრაინელი ხალხის მადლიერ ხსოვნაში.

უფალმა მიიღოს თავისი ერთგული მსახურის სული მართალთა სამყოფელში!", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები