Logo

“მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც დაგმო ეს ქმედებები”

საზოგადოება
1361
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია. მე თავს შევიკავებდი დიფერენციაციისგან. საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც იქ იყვნენ. იქ მხოლოდ პოზნერი ხომ არ იყო.

ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელების, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

ბოლოს კი პესკოვმა აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, პოზნერმა დაბადების დღე სახლში, სიმშვიდეში აღნიშნოს.

„ვულოცავთ პოზნერს დაბადების დღეს. უკეთესია ის სახლში აღნიშნოს. აქ უფრო სიმშვიდეა”, – აღნიშნა პესკოვმა.

თაგები:

Advertisement