“მივიღე პასუხი, რომ ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული ამ დოკუმენტში”
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი პოზიციაა და ეს ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, საბოლოო ნაბიჯებამდე მივიდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტში, როგორც ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტში, პოლიტიკურ პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად იქნება.
"ჩემი პოზიციაა და ეს ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, საბოლოო ნაბიჯებამდე მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება, ან ვერა. მგონია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს, მაგრამ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. დავსვი კითხვა და მივიღე პასუხი, რომ ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული ამ დოკუმენტში“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


