“მივყვებით პოზიციას, რომ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები, ეს არის მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან”

ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპა ქართულ პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო პლურალიზმისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მოწოდება, რომ ბოიკოტი არ არის ევროპული ცივილიზებული ფორმა, რომელიც არის დამახასიათებელი ევროპული პლურალისტული საზოგადოებისთვის და პარლამენტისთვის.
დღევანდელი განცხადება, რაც არჩევნებთან დაკავშირებით იყო, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები რომ ბოლო ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალი და იყო კონკურენტულ გარემოში ჩატარებული და ის შეფასებები, რომელიც მოჰყვა სამონიტორო ორგანიზაციების მხრიდან და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს და პრემიერის მიერ გაჟღერებული განცხადება, რომ ჩვენ მივყვებით პოზიციას, რომ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები, ეს არის მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან", – განაცხადა დავით ზალკალიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


