“მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი”


ავტორი
Front News საქართველო
მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
"პირველივე დღიდან საერთო ოპოზიციურ ერთობას არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენთვის უმთავრესია კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ჩატარდებოდა პირუთვნელი არჩევნები. ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს იყო ჩვენი წუხილი. ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით. ამიტომ, მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ არ იყო და არ იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩცვენ მართლები ვართ. ჩვენ გვინდა ქვეყანა განვითარდეს. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობა გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ გუნდის წევრები“,- განაცხადა მელიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს