მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მათ მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.
"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკრუტებს სამხედრო ბაზაზე შესვლამდე სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო სივრცეში ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ.
საკონტაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი 150-მდე საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეირჩა. მათ კურსზე ჩარიცხვამდე ფსიქოლოგიური ტესტები და სამედიცინო კომისიაზე შემოწმება გორში, დავით აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარდათ", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


